სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა (The International Association of Law Schools – IALS) http://www.ialsnet.org/membership/. სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაცია 2005 წლის ოქტომბერში დაარსდა და აშშ-ს კოლუმბიის შტატის კანონმდებლობის ქვეშ ფუნქციონირებს. ასოციაციის უმთავრესი მისიაა იურიდიული განათლების გაუმჯობესება მსოფლიოში. ამჟამად ასოციაცია 160 სამართლის სკოლას აერთიანებს 55 ქვეყნიდან. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.ialsnet.org/